Zusammen sicher in der Schweiz

დავიცვათ ჩვენი უსაფრთხოება შვეიცარიაში

მოგესალმებით!

შვეიცარიის ფედერალურ კონსტიტუციაში მოცემულია შვეიცარიაში ერთად ცხოვრების უმნიშვნელოვანესი წესები. კონსტიტუცია ყველა სხვა კანონზე მაღლა დგას. არცერთი სხვა კანონი არ დგას კონსტიტუციაზე მაღლა.

შვეიცარიაში ყველა ადამიანს გააჩნია უფლებები და მოვალეობები, რომლებიც მათ ენიჭებათ შვეიცარიის ფედერალური კონსტიტუციითა და კანონით. აღნიშნული ვრცელდება ყველა ადამიანზე მათი შეხედულებების მიუხედავად (მაგალითად, პოლიტიკური, რელიგიური ან სოციალური).

ფედერალურ კონსტიტუციაში მოცემულია ადამიანის ყველაზე ფუნდამენტური უფლებები.

ესენია:

  • კანონის წინაშე ყველა თანასწორია. დაუშვებელია დისკრიმინაცია და რასიზმი.
  • ქალებსა და მამაკაცებს აქვთ თანაბარი უფლებები და თავად განსაზღვრავენ საკუთარ ცხოვრებას.
  • ყველა ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი, თუ არ შეურაცხყოფს, არ ემუქრება ან არ წაახალისებს ძალადობას სხვა ადამიანების მიმართ.
  • ყველა ადამიანს აქვს უფლება მისდიოს თავის რელიგიას და მშვიდობიანად გამოხატოს საკუთარი რწმენა.

ალკოჰოლი და ნარკოტიკები

ალკოჰოლის მოხმარება ნებადართულია 18 წლიდან; ღვინისა და ლუდის მიღება დასაშვებია 16 წლიდან.

თუ სისხლში ალკოჰოლის შემცველობა აღემატება 0,25 მგ/ლ-ს, არ გაქვთ სატრანსპორტო საშუალების (მანქანა, მოტოციკლი, ელექტრონული სკუტერი, ველოსიპედი და ა.შ.) მართვის უფლება.

მოწევა აკრძალულია მატარებელში, ტრამვაიში, ავტობუსებში, გემებზე და დახურულ საჯარო სივრცეებში (მაგ., რესტორნებში).

აკრძალულია ნებისმიერი ნარკოტიკის, როგორიცაა ჰეროინი, კოკაინი, ექსტაზი, ჰაშიში და მარიხუანას შენახვა, მოხმარება, წარმოება და რეალიზაცია. ნებადართულია კანაფის პროდუქტების პირადი მოხმარებისთვის (10 გრამზე ნაკლები) შენახვა.

Help and advice

Diese Seite verwendet Cookies. Erfahren Sie in unserer Datenschutzerklärung mehr darüber, wie wir Cookies einsetzen und wie Sie Ihre Einstellungen ändern können: Datenschutzerklärung