Zusammen sicher in der Schweiz

დავიცვათ ჩვენი უსაფრთხოება შვეიცარიაში

მოგესალმებით!

შვეიცარიის ფედერალურ კონსტიტუციაში მოცემულია შვეიცარიაში ერთად ცხოვრების უმნიშვნელოვანესი წესები. კონსტიტუცია ყველა სხვა კანონზე მაღლა დგას. არცერთი სხვა კანონი არ დგას კონსტიტუციაზე მაღლა.

შვეიცარიაში ყველა ადამიანს გააჩნია უფლებები და მოვალეობები, რომლებიც მათ ენიჭებათ შვეიცარიის ფედერალური კონსტიტუციითა და კანონით. აღნიშნული ვრცელდება ყველა ადამიანზე მათი შეხედულებების მიუხედავად (მაგალითად, პოლიტიკური, რელიგიური ან სოციალური).

ფედერალურ კონსტიტუციაში მოცემულია ადამიანის ყველაზე ფუნდამენტური უფლებები.

ესენია:

  • კანონის წინაშე ყველა თანასწორია. დაუშვებელია დისკრიმინაცია და რასიზმი.
  • ქალებსა და მამაკაცებს აქვთ თანაბარი უფლებები და თავად განსაზღვრავენ საკუთარ ცხოვრებას.
  • ყველა ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი, თუ არ შეურაცხყოფს, არ ემუქრება ან არ წაახალისებს ძალადობას სხვა ადამიანების მიმართ.
  • ყველა ადამიანს აქვს უფლება მისდიოს თავის რელიგიას და მშვიდობიანად გამოხატოს საკუთარი რწმენა.

სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულები

სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული, ასევე მოიხსენიება როგორც სიძულვილით გამოწვეული დანაშაული, წარმოადგენს დანაშაულს, როდესაც ადამიანებს თავს ესხმიან რომელიმე ჯგუფისადმი მათი კუთვნილების გამო. მაგალითად, მათი რელიგიის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, ეთნიკური წარმომავლობის ან დაქვეითებული ან შეზღუდული შესაძლებლობის გამო.

იქნება ეს შეურაცხყოფა, მუქარა, ფიზიკური ან ფსიქოლოგიური თავდასხმა თუ სექსუალური ძალადობა, შეატყობინეთ პოლიციას სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების შესახებ გადაუდებელი დახმარების ნომერზე 117 ან მიმართეთ პოლიციის განყოფილებას.

Help and advice

Diese Seite verwendet Cookies. Erfahren Sie in unserer Datenschutzerklärung mehr darüber, wie wir Cookies einsetzen und wie Sie Ihre Einstellungen ändern können: Datenschutzerklärung