Zusammen sicher in der Schweiz

დავიცვათ ჩვენი უსაფრთხოება შვეიცარიაში

მოგესალმებით!

შვეიცარიის ფედერალურ კონსტიტუციაში მოცემულია შვეიცარიაში ერთად ცხოვრების უმნიშვნელოვანესი წესები. კონსტიტუცია ყველა სხვა კანონზე მაღლა დგას. არცერთი სხვა კანონი არ დგას კონსტიტუციაზე მაღლა.

შვეიცარიაში ყველა ადამიანს გააჩნია უფლებები და მოვალეობები, რომლებიც მათ ენიჭებათ შვეიცარიის ფედერალური კონსტიტუციითა და კანონით. აღნიშნული ვრცელდება ყველა ადამიანზე მათი შეხედულებების მიუხედავად (მაგალითად, პოლიტიკური, რელიგიური ან სოციალური).

ფედერალურ კონსტიტუციაში მოცემულია ადამიანის ყველაზე ფუნდამენტური უფლებები.

ესენია:

  • კანონის წინაშე ყველა თანასწორია. დაუშვებელია დისკრიმინაცია და რასიზმი.
  • ქალებსა და მამაკაცებს აქვთ თანაბარი უფლებები და თავად განსაზღვრავენ საკუთარ ცხოვრებას.
  • ყველა ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი, თუ არ შეურაცხყოფს, არ ემუქრება ან არ წაახალისებს ძალადობას სხვა ადამიანების მიმართ.
  • ყველა ადამიანს აქვს უფლება მისდიოს თავის რელიგიას და მშვიდობიანად გამოხატოს საკუთარი რწმენა.

თვალთვალი

თვალთვალი არის როდესაც ვინმე არაერთხელ დაუკავშირდება ან ავიწროებს ადამიანს, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ადამიანმა თქვა ან გამოხატა, რომ მას ეს არ სურს. ეს ძალიან სტრესულია დაზარალებული ადამიანისთვის. თვალთვალი მოიცავს განმეორებით სატელეფონო ზარებს, მუქარის შემცველ შეტყობინებებს, ყოველდღიურ წერილებს, ვიზიტებს სამსახურში ან სახლში, რეგულარულ საჩუქრებს, ზოგად თვალთვალს და კონტროლს. დასჯადი შესაძლოა იყოს თვალთვალის ინდივიდუალური შემთხვევები.

თუ თქვენ გითვალთვალებენ

  • განუცხადეთ მაშინვე და გარკვევით, რომ არ გსურთ არანაირი კონტაქტი.
  • ამის შემდეგ იმოქმედეთ თანმიმდევრულად: არ უპასუხოთ ზარებს, წერილებს და ა.შ. და არ მიიღოთ საჩუქრები.
  • აცნობეთ ამის შესახებ გარშემომყოფებს: ოჯახის წევრებს, მეგობრებს, კოლეგებს და მეზობლებს. მათ შეუძლიათ თქვენი მხარდაჭერა.
  • ჩაინიშნეთ თვალთვალის ყველა შემთხვევა თარიღის, მდებარეობის, დროის და მოწმეების მითითებით (თვალთვალის დღიური).
  • მიიღეთ რჩევა. საკონსულტაციო ცენტრები და პოლიცია თქვენს გვერდით არიან.

Help and advice

Diese Seite verwendet Cookies. Erfahren Sie in unserer Datenschutzerklärung mehr darüber, wie wir Cookies einsetzen und wie Sie Ihre Einstellungen ändern können: Datenschutzerklärung