დავიცვათ ჩვენი უსაფრთხოება შვეიცარიაში
მოგესალმებით!
შვეიცარიის ფედერალურ კონსტიტუციაში მოცემულია შვეიცარიაში ერთად ცხოვრების უმნიშვნელოვანესი წესები. კონსტიტუცია ყველა სხვა კანონზე მაღლა დგას. არცერთი სხვა კანონი არ დგას კონსტიტუციაზე მაღლა.
შვეიცარიაში ყველა ადამიანს გააჩნია უფლებები და მოვალეობები, რომლებიც მათ ენიჭებათ შვეიცარიის ფედერალური კონსტიტუციითა და კანონით. აღნიშნული ვრცელდება ყველა ადამიანზე მათი შეხედულებების მიუხედავად (მაგალითად, პოლიტიკური, რელიგიური ან სოციალური).
ფედერალურ კონსტიტუციაში მოცემულია ადამიანის ყველაზე ფუნდამენტური უფლებები.
ესენია:
- კანონის წინაშე ყველა თანასწორია. დაუშვებელია დისკრიმინაცია და რასიზმი.
- ქალებსა და მამაკაცებს აქვთ თანაბარი უფლებები და თავად განსაზღვრავენ საკუთარ ცხოვრებას.
- ყველა ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი, თუ არ შეურაცხყოფს, არ ემუქრება ან არ წაახალისებს ძალადობას სხვა ადამიანების მიმართ.
- ყველა ადამიანს აქვს უფლება მისდიოს თავის რელიგიას და მშვიდობიანად გამოხატოს საკუთარი რწმენა.
როგორ უნდა მოვიქცეთ ძალადობის შემთხვევაში?
შვეიცარიაში ძალადობის ნებისმიერი ფორმა დასჯადია, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საჯაროდ თუ სახლში, ოჯახში. თქვენ დასაცავად და მხარდასაჭერად არსებობს რამდენიმე რეკომენდაცია.
ეს ვრცელდება შემდეგზე
ძალადობის მსხვერპლი არ არის დამნაშავე იმაში, რაც მას შეემთხვევა. დამნაშავე მხოლოდ ისაა, ვინც დანაშაული ჩაიდინა.
მოითხოვეთ დახმარება. გადაუდებელ შემთხვევებში დარეკეთ ნომერზე 117. მაშინაც კი, თუ ძალადობრივი ქმედება მოხდა წარსულში, უნდა მიმართოთ საკონსულტაციო ცენტრს ან/და პოლიციას.
როგორ უნდა მოიქცეთ ძალადობის შემთხვევაში
თუ ძალადობრივი აქტის დროს შეგწევთ უნარი რომ იმოქმედოთ, სცადეთ შემდეგი:
- გადაუდებელი შემთხვევის დროს დაუკავშირდით პოლიციას (გადაუდებელი დახმარების ნომერი 117) – დარეკეთ, რათა მოგვიანებით არ ინანოთ.
- დაიცავით დისტანცია იმ ადამიანთან, რომელიც გემუქრებათ და შეინარჩუნეთ თავაზიანობა.
- სთხოვეთ სხვა ადამიანებს აქტიურად დაგეხმარონ ან მიიქციეთ ყურადღება, მაგალითად, დაუძახეთ: „წითელქურთუკიანო, გამოიძახეთ პოლიცია“.
როგორ უნდა მოიქცეთ ძალადობის შემთხვევის შემდეგ
- არ შეცვალოთ დანაშაულის ადგილი: არ გაანადგუროთ არანაირი მტკიცებულება.
- არ დაალაგოთ და არ გაასუფთავოთ არაფერი.
- ასევე არ უნდა გარეცხოთ ტანსაცმელი, რომელიც გეცვათ.
- ფიზიკური დაზიანებები რაც შეიძლება სწრაფად (მაქსიმუმ 72 საათში) გააფორმებინეთ დოკუმენტურად თქვენს ოჯახის ექიმს ან საავადმყოფოს. დოკუმენტაცია მნიშვნელოვან მტკიცებულებას წარმოადგენს.
- მოითხოვეთ დახმარება. დაუკავშირდით საკონსულტაციო ცენტრს ან პოლიციას (გადაუდებელი დახმარების ნომერი 117 ან თქვენ მიერ არჩეული პოლიციის განყოფილება).
- საკონსულტაციო ცენტრები და პოლიცია დახმარებას უფასოდ გაგიწევენ.
- შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსულტაციო ცენტრს პოლიციისთვის შეტყობინების გარეშე.
- კონსულტაციის მიღების უფლება აქვთ ბინადრობის დაუდგენელი სტატუსის მქონე პირებსაც.
- იმ შემთხვევაში, თუ ენა კარგად არ იცით, თქვენ გაქვთ თარჯიმნის აყვანის უფლება.
დახმარებისთვის მიმართეთ საკონსულტაციო ცენტრს
სხვადასხვა საკონსულტაციო ცენტრს შეუძლია დაგეხმაროთ, თუ ძალადობის მსხვერპლი გახდით (იხილეთ ბოლო გვერდი):
- ისინი მოგისმენენ,
- აგიხსნიან თქვენს უფლებებს და მოგცემენ განმარტებას შესაძლო სისხლის სამართლებრივი პროცესის შესახებ
- გაგიწევენ ფსიქოლოგიურ დახმარებას და
- სურვილის შემთხვევაში მიგიყვანენ პოლიციაში.
შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსულტაციო ცენტრს პოლიციისთვის შეტყობინების გარეშე. საკონსულტაციო ცენტრები დაუკავშირდებიან პოლიციას მხოლოდ თქვენი თანხმობის შემთხვევაში.
მიმართეთ პოლიციას დახმარებისთვის
თუ გსურთ პოლიციას დანაშაულის შესახებ აცნობოთ (შეადგინოთ განცხადება), შეგიძლიათ პირადად დაუკავშირდეთ შვეიცარიის პოლიციის ნებისმიერ განყოფილებას.
- პოლიციაში დაგკითხავენ მომხდართან დაკავშირებით და ჩაიწერენ თქვენს ნათქვამს. სიტუაციიდან გამომდინარე, ეს შეიძლება იყოს სტრესული.
- თქვენ უფლება გაქვთ მოიძიოთ რჩევა საკონსულტაციო ცენტრიდან და წაიყვანოთ ვინმე, ვისაც ენდობით.
- თუ საქმე ეხება სექსუალურ ძალადობას, შესაძლებლობის შემთხვევაში, გაგესაუბრებათ თქვენივე სქესის წარმომადგენელი.
- თუ თქვენ გაქვთ მტკიცებულებები, მაგალითად ფოტოები, ტანსაცმელი და ა.შ., თან უნდა იქონიოთ და გადასცეთ პოლიციას.
- იმ შემთხვევაში, თუ ენა კარგად არ იცით, თქვენ გაქვთ თარჯიმნის მოთხოვნის უფლება.
სერიოზულ ინციდენტს პოლიცია იძიებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მის შესახებ პოლიციას შეატყობინა სხვა პირმა და არა დაზარალებულმა. ამის შემდეგ სასჯელზე გადაწყვეტილებას იღებს პროკურატურა ან სასამართლო.

Help and advice
Emergency assistance (free numbers 24 hours a day)
Die Dargebotene Hand – anonymous help for adults | Tel. 143
Pro Juventute – anonymous help for children and teenagers | Tel. 147
General and legal advice
Swiss refugee council | Tel. 031 370 75 75
Frabina – counselling for binational couples and families | Tel. 031 381 27 01
Advice in cases of domestic and sexual violence
Forced Marriage Service | Tel. 0800 800 007 (in German, French and Italian)
Professional association of counselling against violence – Help for perpetrators of violence (in German and French)
National competence centre for violence-free ageing | Tel. 0848 00 13 13 (in German, French and Italian)
Radicalisation and extremism
Contact points Radicalisation and extremism
Racism / Discrimination
LGBTIQ-Helpline | Tel. 0800 133 133
Counselling network for victims of racism (in German, French and Italian)
Reporting plateform for Online Racist Hate Speech
Foundation against racism and anti-Semitism (in German and French)