Zusammen sicher in der Schweiz

დავიცვათ ჩვენი უსაფრთხოება შვეიცარიაში

მოგესალმებით!

შვეიცარიის ფედერალურ კონსტიტუციაში მოცემულია შვეიცარიაში ერთად ცხოვრების უმნიშვნელოვანესი წესები. კონსტიტუცია ყველა სხვა კანონზე მაღლა დგას. არცერთი სხვა კანონი არ დგას კონსტიტუციაზე მაღლა.

შვეიცარიაში ყველა ადამიანს გააჩნია უფლებები და მოვალეობები, რომლებიც მათ ენიჭებათ შვეიცარიის ფედერალური კონსტიტუციითა და კანონით. აღნიშნული ვრცელდება ყველა ადამიანზე მათი შეხედულებების მიუხედავად (მაგალითად, პოლიტიკური, რელიგიური ან სოციალური).

ფედერალურ კონსტიტუციაში მოცემულია ადამიანის ყველაზე ფუნდამენტური უფლებები.

ესენია:

  • კანონის წინაშე ყველა თანასწორია. დაუშვებელია დისკრიმინაცია და რასიზმი.
  • ქალებსა და მამაკაცებს აქვთ თანაბარი უფლებები და თავად განსაზღვრავენ საკუთარ ცხოვრებას.
  • ყველა ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი, თუ არ შეურაცხყოფს, არ ემუქრება ან არ წაახალისებს ძალადობას სხვა ადამიანების მიმართ.
  • ყველა ადამიანს აქვს უფლება მისდიოს თავის რელიგიას და მშვიდობიანად გამოხატოს საკუთარი რწმენა.

რადიკალიზმი და ექსტრემიზმი

რადიკალიზმი არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანს აქვს ექსტრემისტული შეხედულებები და შესაძლოა მიდრეკილი იყოს ძალადობისკენ. რადიკალიზმს შესაძლოა ჰქონდეს პოლიტიკური, სოციალური, იდეოლოგიური ან რელიგიური საფუძვლები. განსაკუთრებით ეს შეიძლება შეეხოთ ახალგაზრდებს.

რადიკალიზმის შესაძლო ნიშნებია, მაგალითად, პიროვნული ცვლილება, ცხოვრების წესის შეცვლა, სამყაროს მხოლოდ საკუთარი პერსპექტივიდან დანახვა, ექსტრემისტული ძალადობის განდიდება ან/და  პრობლემური ვიდეოების გავრცელება.

თუ შეამჩნევთ ამ ნიშნებს თქვენს გარემოცვაში, დაუკავშირდით მეურვეს, ადგილობრივ საკონტაქტო პუნქტს ან პოლიციას. ამ გზით შესაძლებელია უარყოფითი შედეგების თავიდან აცილება ადრეულ ეტაპზე.

Help and advice

Diese Seite verwendet Cookies. Erfahren Sie in unserer Datenschutzerklärung mehr darüber, wie wir Cookies einsetzen und wie Sie Ihre Einstellungen ändern können: Datenschutzerklärung