Zusammen sicher in der Schweiz

დავიცვათ ჩვენი უსაფრთხოება შვეიცარიაში

მოგესალმებით!

შვეიცარიის ფედერალურ კონსტიტუციაში მოცემულია შვეიცარიაში ერთად ცხოვრების უმნიშვნელოვანესი წესები. კონსტიტუცია ყველა სხვა კანონზე მაღლა დგას. არცერთი სხვა კანონი არ დგას კონსტიტუციაზე მაღლა.

შვეიცარიაში ყველა ადამიანს გააჩნია უფლებები და მოვალეობები, რომლებიც მათ ენიჭებათ შვეიცარიის ფედერალური კონსტიტუციითა და კანონით. აღნიშნული ვრცელდება ყველა ადამიანზე მათი შეხედულებების მიუხედავად (მაგალითად, პოლიტიკური, რელიგიური ან სოციალური).

ფედერალურ კონსტიტუციაში მოცემულია ადამიანის ყველაზე ფუნდამენტური უფლებები.

ესენია:

  • კანონის წინაშე ყველა თანასწორია. დაუშვებელია დისკრიმინაცია და რასიზმი.
  • ქალებსა და მამაკაცებს აქვთ თანაბარი უფლებები და თავად განსაზღვრავენ საკუთარ ცხოვრებას.
  • ყველა ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი, თუ არ შეურაცხყოფს, არ ემუქრება ან არ წაახალისებს ძალადობას სხვა ადამიანების მიმართ.
  • ყველა ადამიანს აქვს უფლება მისდიოს თავის რელიგიას და მშვიდობიანად გამოხატოს საკუთარი რწმენა.

სექსუალური ძალადობა

სექსუალური ძალადობა მოიცავს იძულებითი სექსუალური ქმედების  ნებისმიერ ფორმას, ასევე ქცევას, რომელიც არღვევს პირად საზღვრებს და აქვს სექსუალური ხასიათი. არსებობს სექსუალური ძალადობის სხვადასხვა ფორმა. მაგალითად:

  • არასასურველი ფიზიკური სიახლოვე უცხო ადამიანთან საზოგადოებრივ ტრანსპორტში
  • არასასურველი სექსუალური ხასიათის შეხება ზემდგომი პირის მხრიდან
  • არასასურველი სექსუალური ხასიათის სურათი თანაკლასელის მხრიდან
  • სექსუალური ქმედებები ქმრის ან ცოლის ნების საწინააღმდეგოდ

ეს ვრცელდება შემდეგზე

  • ფიზიკური სიახლოვე დასაშვებია მხოლოდ ყველა მონაწილე პირის თანხმობის შემთხვევაში.
  • ზოგადად დასჯადია ზრდასრულთა მხრიდან სექსუალური ხასიათის ქმედებები 16 წლამდე ასაკის პირებთან.
  • არ არსებობს ჩაცმასთან და ქუჩაში გასვლასთან დაკავშირებული შეზღუდვები. არ აქვს მნიშვნელობა ადამიანის ჩაცმულობას, ასევე არ აქვს მნიშვნელობა მოიხმარს ალკოჰოლს, ცეკვავს, ფლირტაობს თუ გვიან გარეთ რჩება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას ვინმე უნდა დაელაპარაკოს ან შეეხოს.
  • ადამიანებმა შესაძლოა სექსუალური შევიწროება იგრძნონ სიტყვების, მზერის ან ჟესტების საფუძველზე.
  • წინააღმდეგობის არგაწევა ავტომატურად არ გულისხმობს, რომ ადამიანი თანახმაა პენეტრაციაზე, შეხებაზე, სექსზე და ა.შ. მნიშვნელოვანია ყოველთვის დააზუსტოთ სურს თუ არა სხვა ადამიანსაც სექსუალური კავშირის დამყარება.

თუ თქვენზე სექსუალურად იძალადეს

  • მიდით უსაფრთხო ადგილას.
  • დაელაპარაკეთ ადამიანს, ვისაც ენდობით. ეს შეიძლება იყოს მასწავლებელი, ცენტრის ხელმძღვანელობა, ექიმი და ასევე საკონსულტაციო ცენტრი ან პოლიცია.
  • არ შეცვალოთ დანაშაულის ადგილი: არ გაანადგუროთ არანაირი მტკიცებულება.
    • არ მიიღოთ შხაპი.
    • არ დაალაგოთ და არ გაასუფთაოთ არაფერი.
    • ასევე არ უნდა გარეცხოთ ტანსაცმელი, რომელიც გეცვათ.
  • რაც შეიძლება მალე ჩაიტარეთ სამედიცინო გამოკვლევა (პასუხისმგებელი საავადმყოფო).

Help and advice

Diese Seite verwendet Cookies. Erfahren Sie in unserer Datenschutzerklärung mehr darüber, wie wir Cookies einsetzen und wie Sie Ihre Einstellungen ändern können: Datenschutzerklärung