Zusammen sicher in der Schweiz

დავიცვათ ჩვენი უსაფრთხოება შვეიცარიაში

მოგესალმებით!

შვეიცარიის ფედერალურ კონსტიტუციაში მოცემულია შვეიცარიაში ერთად ცხოვრების უმნიშვნელოვანესი წესები. კონსტიტუცია ყველა სხვა კანონზე მაღლა დგას. არცერთი სხვა კანონი არ დგას კონსტიტუციაზე მაღლა.

შვეიცარიაში ყველა ადამიანს გააჩნია უფლებები და მოვალეობები, რომლებიც მათ ენიჭებათ შვეიცარიის ფედერალური კონსტიტუციითა და კანონით. აღნიშნული ვრცელდება ყველა ადამიანზე მათი შეხედულებების მიუხედავად (მაგალითად, პოლიტიკური, რელიგიური ან სოციალური).

ფედერალურ კონსტიტუციაში მოცემულია ადამიანის ყველაზე ფუნდამენტური უფლებები.

ესენია:

  • კანონის წინაშე ყველა თანასწორია. დაუშვებელია დისკრიმინაცია და რასიზმი.
  • ქალებსა და მამაკაცებს აქვთ თანაბარი უფლებები და თავად განსაზღვრავენ საკუთარ ცხოვრებას.
  • ყველა ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი, თუ არ შეურაცხყოფს, არ ემუქრება ან არ წაახალისებს ძალადობას სხვა ადამიანების მიმართ.
  • ყველა ადამიანს აქვს უფლება მისდიოს თავის რელიგიას და მშვიდობიანად გამოხატოს საკუთარი რწმენა.

იმგზავრეთ უსაფრთხოდ იარაღის გარეშე

აკრძალულია ცეცხლსასროლი იარაღის, აკრძალული დანების და საშიში საგნების ტარება და თან წაღება, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ან დააზიანოს ადამიანი. აღნიშნული ნივთების ჩამორთმევა ხდება პოლიციის მიერ.

ეს ვრცელდება შემდეგზე

  • დატოვეთ დანა სახლში. ეს ნიშნავს, რომ კონფლიქტურ სიტუაციებში არ მოგეცემათ დანის გამოყენების ცდუნება. დანის ტარება არ არის თავდაცვა. დანა შეიძლება ძალიან სწრაფად იქნეს გამოყენებული თქვენსავე წინააღმდეგ, რამაც შეიძლება საფრთხეში თქვენვე ჩაგაგდოთ.
  • გახსოვდეთ: უბრალოდ დანის ტარებაც კი შესაძლოა იყოს სისხლის სამართლის დანაშაული.

თუ დანით გემუქრებიან

  • თავიდან აიცილეთ დაპირისპირება.
  • გაიქეცით.
  • სასწრაფოდ დარეკეთ გადაუდებელი დახმარების ნომერზე 117.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია: პატარა დანებმაც კი შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული დაზიანება ან სიკვდილი.

Help and advice

Diese Seite verwendet Cookies. Erfahren Sie in unserer Datenschutzerklärung mehr darüber, wie wir Cookies einsetzen und wie Sie Ihre Einstellungen ändern können: Datenschutzerklärung